ახალი ამბები მთავარი სამართალი

ირაკლი კობახიძე: სუს-ში წარვადგინე დესტრუქციული სცენართან დაკავშირებული ადამიანების სია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურში მისი გამოკითხვახ ქვეყანაში ე.წ. რევოლუციურ სცენარს უკავშირდებოდა.

როგორც მან გამოკითხვის დასრულების შემდგ აღნიშნა, ხელისუფლებას სჭირდება პრევენცია და აღნიშნულსაც ემსახურება მის მიერ დღეს სუს-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია.

„დამიკავშირდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავავრცელე, საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში, “ნაცმოძრაობის” ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისზე მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, მე დავასახელე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე ინფორმაციის შინაარსი, ასევე წარვადგინე იმ ადამიანების სია, რომლებიც იყვნენ მოაზრებული ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის, რა თქმა უნდა, ამით უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება და დღეს ამასთან დაკავშირებით შედგა გამოკითხვა.

მაშინ ვთქვით, რომ შექმილი იყო ჯგუფები, ე.წ. ეკიპაჟები იმ ადამიანებისგან შემდგარი, რომლებიც იყვნენ მათ შორის ყოფილი ძალოვნები, მათ ჰქონდათ გარკვეული ტიპის შეიარაღება, რომლებიც გამოჩნდა არჩევნების დღეს, ადამიანები შეიარაღებულები გადაადგილდებოდნენ, მათ შორის ჰქონდათ ელექტროშოკები და ა.შ. ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა, რაც არჩევნების დღეს დადასტურდა კიდეც. არჩევნების შემდეგ პერიოდთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული გეგმები და ამაზე ჩემი ინფორმაცია მივაწოდე სამსახურს. ჩვენ დავასახელეთ მათი ლიდერების გვარები, ეს მიეკუთვნება იმ სცენარს, რომელიც შექმნილია მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც არის ლიდერი ამ მთავარი კრიმინალური, დესტრუქციული პოლიტიკური ძალის და მასთან ერთად ამ კუთხით მოქმედებდნენ ასევე რამდენიმე წარმომადგენელი ამ პარტიის, რომელთაგან მაგალითად, კიდევ ერთხელ დავასახელებდი დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინს, იყვნენ სხვებიც ჩართულები ამ სცენარის განხორციელებაში, ეს ყველაფერი იგეგმებოდა მათ მიერ, ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება პრევენციული ზომების მიღება და ამასაც ემსახურებოდა ჩემ მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია. წყაროს ვერ დაგისახელებთ, დავუსახელე უსაფრთხოების სამსახურს, ისევე, როგორც ინფორმაცია გავაცანი დეტალურად. თუ ისინი საჭიროდ ჩათვლიან წყაროს დასახელებას, ესეც არ არის პრობლემა”,- განმარტა მან.

იტვირთბა....