ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართველი მომღერალი კოვიდდიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ცნობილ ქართველ მომღერალ, ნათია დუმბაძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომღერალს ფილტვების ანთება არ აქვს, თუმცა ვირუსისთვის დამახასიათებელი სისუსტე და სხვა სახის სიმპტომები აღენიშნება.

რაც შეეხება ნათია დუმბაძის დაინფიცირების წყაროს, მომღერალი ამბობს, რომ არ იცის კონკრეტულად ვისგან დაინფიცირდა.

მანამდე კორონავირუსი კიდევ რამდენიმე მომღერალს დაუდგინდა, მათ შორის ნოდიკო ტატიშვილს, თიკა ფაცაციას, სოფო გელოვანს, ავთო აბესლამიძეს და სხვა.

 

იტვირთბა....