მთავარი ციტატა

“კოვიდზე საშიში ჩვენი ქვეყნისთვის არის ბიძინა ივანიშვილი”- ირმა ნადირაშვილი

“კოვიდზე საშიში ჩვენი ქვეყნისთვის არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პირდაპირ პუტინთან მიგვათრევს.  ყველა აქციას აქვს თავისი დანიშნულება. ახლა ამ მსვლელობა – აქციის მნიშვნელობაა, რომ გზადაგზა ადამიანებს ვთხოვოთ კვირას მოვიდნენ პარლამენტის წინ.”

ირმა ნადირაშვილი – „ევროპული საქართველოს“ წევრი

ამის შესახებ ნადირაშვილმა ჟურნალისტებთან შეზღუდვების სავარაუდო დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ნადირაშვილის განცხადებით, განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ყველა მცირე თუ დიდ აქციას ერთი მიზანი აქვს, მიაღწიოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა ვირუსის გავრცელების სეკავეის მიზნით დამატებით წერტილოვან შეზღუდვებზე მსჯელობს.

„სულ სხვა ვითარება იყო ერთი თვის წინ, დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, რადგან სხვა აქტივობაა, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ვგულისხმობ, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურობის თვალსაზრისით ცოტა გადასახედი გვექნება, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა .

იტვირთბა....