“თუ გინდა, რომ სიტუაცია განმუხტო, თუ მართალი ხარ და არ გიმამაძაღლია, გადავთვალოთ. ჩვენ გვჭირდება პატიოსანი არჩევნები. იქ თუ მართლა ადამიანურად 3 და 5 ხმა შეეშალათ, ეს მართლაც გავიგეთ, ციდან ჩამოფრენილები არ ვართ, მაგრამ შე დალოცვილო, 92 ხმა რომ შეგეშალა და თან მაინცდამაინც “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, ეგ ამბავი როგორაა?!”
ალეკო ელისაშვილი – პარტია “მოქალაქეების” ლიდერი
“დღის ამბები”
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.