„ნიღბის ტარება დახურულ სივრცეში აუცილებელია, მაგრამ ქუჩაში არა, რადგან ჩვენ სუნთქვისას ნახშირორჟანგს გამოვყოფთ და ეს ნახშირორჟანგი სად მიდის მერე ამ ნიღბის ქვეშ? შორეული შედეგები თუ გათვალა მთავრობამ? ამ ნიღბის ტარება ხომ არ გამოიწვევს სხვა დაავადებების პროვოცირებას? – მე როგორც ექიმი და როგორც რიგითი მოქალაქე, მიმაჩნია, რომ ღია სივრცეში ნიღბის ტარება არ არის მიზანშეწონილი. ღია სივრცეში სადაც ბევრი ხალხია და დისტანცია ჭირს, ნიღბის ტარება აუცილებელია. მაგრამ, როცა ქუჩაში მარტო მიდიხარ, ან სახლის ეზოში ხარ ნიღაბი რა საჭიროა?“
ანზორ მელია – კარდიოლოგი.
ამის შესახებ მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, 4 ნოემბრიდან პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში სავალდებულო გახდა. წესების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 20 ლარია.