საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შესახებ SMS შეტყობინებებს უგზავნის.
შეტყობინებაში ვკითხულობთ:
“ვირუსის მართვისა და ადაპტაციის ეტაპზე, ლოკალური და წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში:
1. ღია, ისევე როგორც დახურულ სივრცეში, სავალდებულოა პირბადის ტარება.
2. დიდ ქალაქებში, 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე, სწავლა დისტანციურად გაგრძელდება ყველა კლასისთვის.
3. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები იმუშავებს 22:00 საათამდე.
წესების დაცვა უმნიშვნელოვანესია, რათა დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს” – აღნიშნულია შეტყობინებაში.