“ნორმალურ ქვეყანაშია სასამართლო, საოლქო კომისია, ცესკო, სადაც სამართალს იპოვნი. ჩვენთან ეს სივრცეები ბიძინა ივანიშვილს აქვს ჯიბეში ჩადებული. მურუსიძესთან ვიპოვო სამართალი? ბრიყვები ხომ არ ვართ? ქუჩაში უნდა გავიდეთ. საჩხუბარია? უნდა ვიჩხუბოთ. არავის ეგონოს გიჟი ვარ, გუშინაც… კისერს ვერ ვაბრუნებ ისე ვარ. საჩხუბარია საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ღმერთმა არ ქნას ვიჩხუბოთ, მაგრამ საჩხუბარი იქნება და ვიჩხუბებთ.”
ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების ლიდერი
ამის შესახებ ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.