მთავარი ციტატა

“მეორე ტურზე მოსალონდელია, რომ ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლები ხმის მისაცემად არ მივიდნენ”- საყვარელიძე

“საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე მოსალონდელია, რომ ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლები ხმის მისაცემად არ მივიდნენ, რადგან ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მოთხოვნა 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაუქმებაა, თუმცა, თუ მათი ამომრჩეველი მეორე ტურზე მივა, ის ჩვეულებრივად შეძლებს ხმის მიცემას სასურველი კანდიდატისთვის და ამ მხრივ არავითარი ტექნიკური პრობლემა არ შეიქმნება.”

რამაზ საყვარელიძე – ანალიტიკოსი

“რეზონანსი”

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.

იტვირთბა....