ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავრობის ოფიციალური ინსტრუქცია – რა უნდა გააკეთოთ თუ კორონავირუსის სახლში გადატანა მოგიწევთ

როგორ უნდა მოვიქცეთ, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვის დროს – მთავრობის მიერ შექმნილი პორტალი stopcov.ge რეკომენცაციებს აქვეყნებს:

– არ წახვიდეთ სამსახურში, სკოლაში, მაღაზიასა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში;

– არ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით;

– დროის უდიდესი ნაწილი გაატარეთ იზოლირებულად, ოჯახის წევრისგან უშუალო კონტაქტის გარეშე;

– თუ ოჯახის წევრებთან კონტაქტი გარდაუვალია, ოჯახის ყველა წევრმა უნდა გამოიყენოს ნიღაბი;

– ოჯახის წევრებმა არ უნდა გამოიყენონ საერთო სარგებლობის ნივთები, ჭურჭელი, პირსახოცი, თეთრეული, ტელეფონი და ასე შემდეგ;

– ხშირად გაანიავეთ ოთახი ფანჯრის გაღებით;

– ხშირად და საგულდაგულოდ გაწმინდეთ ისეთი ზედაპირები, რომელზეც ხშირად გიწევთ შეხება. ასევე სველი წერტილები. მაგ: მაგიდის ზედაპირები, კარის სახელურები, მობილური ტელეფონი;

– აუცილებელია ბევრი სითხის მიღება;

– კოვიდინფიცირებულმა ბინაზე მკურნალობის დროს არ უნდა მიიღოს ანტიბიოტიკი ან სხვა პრეპარატი, ექიმის დანიშნულების გარეშე.

– ხველის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, კოვიდინფიცირებულები მოერიდეთ ზურგზე წოლას;

– სასურველია, კოვიდინფიცირებული საკუთარ სიმპტომებს ყურადღებით დააკვირდეს და ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობლად ან სწრაფად გაუარესების, ასევე სუნთქვის გაძნელების, ქოშინის, სახის ან ტუჩის მიდამოს ციანოზის და სხვა შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს ან 112-ს. ამასთან, სასურელია კოვიდინფიცირებულმა ოპერატორი გააფრთხილოს, რომ მას აქვს კოვიდ-19 დადასტურებული;

იტვირთბა....