ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რაც მე ამ ოპოზიციას ვაგინე პარლამენტში არშესვლაზე რომ დაიგინეს, იმდენი კაი ხანია არავინ მიგინებია” – ზურაბიშვილი

რაც მე ამ ოპოზიციას ვაგინე პარლამენტში არშესვლაზე რომ დაიგინეს, იმდენი კაი ხანია არავინ მიგინებია, მაგრამ ახლა რომ შევიდნენ, ორმაგად საგინებელი იქნებიან – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ძალიან არასწორი იყო შედეგების გამოცხადებისთანავე პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება, მაგრამ მომენტი როდესაც შეიძლებოდა ამ გადაწყვეტილების შეცვლა, უკვე ჩავლილია.

“იმიტომ, რომ ხელისუფლება გვყავს… აი სიტყვა დებილი მენანება. კომპლიმენტია მაგათთვის. დარწმუნებული ვიყავი რომ არშესვლის გადაწყვეტილებაზე ამათი პასუხი იქნებოდა არაადეკვატური, რასაც მოჰყვებოდა პროტესტი და აღშფოთება და ისე აგიხდა ყველაფერი კარგი, მაგრამ ახლა ხომ ისიც ვიცი, რომ ამ პროტესტსაც კვლავ არაადეკვატური პასუხი მოჰყვება, რომელსაც მოჰყვება პროტესტის ახალი ტალღა, იმას კიდევ ახალი არაადეკვატურობა, იმას კიდევ პროტესტი და ა.შ. ამ დროს რომ თქვა შევდივარ პარლამენტშიო, ეს კაპიტულაცია იქნება არაადეკვატურობის წინაშე. საერთოდ კი ხელისუფლებამ საქმე აქამდე არ უნდა მიიყვანოს და როცა ბოდიში და ნაჭამი აქვს, უკან დახევაც უნდა შეეძლოს, მაგრამ ამათ ამდენი რომ იცოდნენ .ეს ამბავი კი არ გვექნებოდა აქ.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ პოზიცია შევიცვალე, ძალიან შემცდარია. დღესაც მიმაჩნია რომ ძალიან არასწორი იყო შედეგების გამოცხადებისთანავე პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება, მაგრამ მომენტი როდესაც შეიძლებოდა ამ გადაწყვეტილების შეცვლა, უკვე ჩავლილია. ახლა ან ოპოზიცია ჩამოშლის ხელისუფლებას ან ხელისუფლება გააბანძებს ოპოზიციას. თავად ხელისუფლებას გაბანძება არ ემუქრება რადგან ისედაც ისეთი ბანძია, “დალშე ნეკუდა”, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა.
მოკლედ ამერიკის არჩევნები თუ გვიშველის, თორემ აქ, როგორც ისევ ის ბრძენი კაცი იტყოდა, ტუპიკში ვართ”, – წერს ზურაბიშვილი.

იტვირთბა....