“ეს არის ჩრდილოეთ კორეის მაგალითი, როდესაც პარტია წყვეტს, როგორ უნდა მოიქცეს ცესკო. ეს არის ჩრდილოეთ კორეის მაგალითი, როდესაც პარტია იძლევა დავალებებს, უნდა გადათვალონ თუ არა ხმები. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ფაქტის, რაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში მკაფიოდ ხაზგასმული იყო, როგორც ძალიან დიდი პრობლემა და წუხილი, რომ საქართველოში პარტიასა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის რეალურად ზღვარი წაშლილია.
ლევან კობერიძე – პარტია „ლელოს“ წევრი
ამის შესახებ ;ევან კობერიძემ ჟურნალისტებტან განაცხადა.
ცნობისთვის, ზოგიერთი უბნის საარჩევნო კომისიებში ცესკო ამომრჩევლის ხმებს ახლიდან ითვლის. შემაჯამებელი სხდომების პარალელურად კი ოპოზიციის წარმომადგენლები აქციებს მართავენ.