ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარეიდან გამომდინარე, დღეიდან თბილისში საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესს წყვეტენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა კერძო ბაღებს არ შეეხება და ისინი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
აქვე, ცნობილია, რომ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება მომავალი კვირიდან დაიწყება.
ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება სააღმზრდელო დაწესებულებებში სწავლა.