საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კორონაბვირუსით თბილისში გარდაიცვალა 10, აჭარაში – ორი , იმერეთში – შვიდი, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – ერთი ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით სულ 401 ადამიანი გარდაცვლილი.