„მათ სიაში ბევრი სპორტსმენი ჰყავთ. ალბათ, ცოტა ხანში ვიხილავთ სპოტსმენთა გაერთიანებას ან რაიმე მსგავსს, რომელიც პარლამენტში იქნება. ასევე, ჰყავთ მუსიკოსები, ხელოვანები – პროფესიული ან სხვა ნიშნით ახალ პარტიებს შექმნიან და ოპოზიციას დანიშნავენ. ეს შუა აზიის ქვეყნების მიღებული პრაქტიკაა, როცა მმართველი ძალა კონკრეტულ ადამიანებს ოპოზიციად ნიშნავს. “ქართული ოცნება“ უკვე აქამდეა მისული.”
ხათუნა გოგორიშვილი – „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი.
ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.