„სალომე სამადაშვილი იყო აბსოლუტურად უსიმპტომო, ის აქციებზე იმყოფებოდა, სადაც დისტანციის დაცვა ძალიან რთულია. ვირუსი გამოუვლინდა ტესტით მას შემდეგ, როდესაც იგი პენიტენციურ დაწესებულებაში, გიორგი რურუასთან შესვლას აპირებდა.”
მაია ბითაძე – “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წევრი.
ამის შესახებ დღეს ბითაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ცნობისათვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.