მთავარი ციტატა

“კი ამბობენ, რომ 90-წევრიანი პარლამენტი მშვენივრად იმუშავებს, მაგრამ ეს იმის ტოლფასია, უმაღლეს ლიგაში ფეხმოტეხილი ფეხბურთელები ათამაშო”- ხუხაშვილი

“კი ამბობენ, რომ ყველაფერი წესრიგშია და 90-წევრიანი პარლამენტი მშვენივრად იმუშავებს, მაგრამ ჩვენ ხომ გვესმის, რომ ეს იმის ტოლფასია უმაღლეს ლიგაში ფეხმოტეხილი ფეხბურთელები ათამაშო. პარლამენტი ამ სახით ლეგიტიმური ვერ იქნება. ხელისუფლებამ ეს მშვენივრად იცის, ამის ეშინია და ცდილობს, ასეთი მეთოდებით ვიღაც შეიტყუოს.”

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი

ინტერპრესნიუსი

ხუხაშვილის თქმით, განცხადებები სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტაზე ერთადერთი მიზნით კეთდება – მოძებნონ ბერკეტები იმისა, რომ პარლამენტში ვიღაც შეათრიონ. 

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ხოლო, მიირებენ თუ არა დაფინანსებას ბიუჯეტიდან, ეს ჯერ გარკვეული არ არის. 

ამასთან, “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ პარტია მანდატებზე უარს ამბობს, მან სახელმწიფოსგან პარტიის დაფინანსებაც არ უნდა მიიღო

 

იტვირთბა....