„შეთანხმებაზე ხელი მოწერილია. შეთანხმების გადაგდება აბსოლუტურად გამორიცხულია. საქართველოში არსებული არცერთი პოლიტიკური პარტია ამ არჩევნების ლეგიტიმაციას არ აღიარებს. ასე რომ, „ქართული ოცნება” მეორე ტურში მარტო დარჩება. თავად ირაკლი კობახიძის მიერ ამ განცხადების გაკეთების საფუძველი არის მხოლოდ ერთი, ის დაბნეულია, ძალიან კარგად იცის, რომ საკუთარი გუნდივე დასჯის 52%-ით დაუბალანსებელი ოქმების გამო და კობახიძეს სამართლებრივი პასუხისგება მოუწევს თამარ ჟვანიასთან ერთად იმაზე, რაც მოხდა.”
ანზორ ბიწაძე – „ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.