ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორში რამდენიმე პირმა ავტომობილი გაიტაცა, მოგვიანებით კი ამავე მანქანით სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს

გორში, ქალაქის ცენტრში რამდენიმე პირმა ავტომობილი გაიტაცა, მოგვიანებით კი ამავე მანქანით სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მსგავსი ფაქტი 90-იანების შემდეგ არ ახსოვთ.

“ამ ავტომობილით ჩაიდინეს კიდევ ერთი დანაშაული და გაიტაცეს Pay აპარატი, ეს არის მართლა დაუჯერებელი ფაქტი, ძალიან დიდი ხანია მსგავსი რამ არ მომხდარა, ქალაქის ცენტრში მითუმეტეს, კრიმინალი არის წახალისებული”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ანა ბელიაშვილი.

არსებული ინფორმაციით, ქურდები არასრულწლოვნები იყვნენ.

იტვირთბა....