მთავარი ციტატა

“როგორც ჩანს, ბატონ კობახიძეს სუს-მა მიაწოდა ინფორმაცია, შტაბებში ხალხმრავლობაა”- მელია კობახიძეს პასუხობს

“როგორც ჩანს, ბატონ კობახიძეს სუს-მა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიების შტაბებში და ოფისებში ხალხმრავლობაა და ჩათვალა, რომ ეს არჩევნების მეორე ტურისთვის მზადყოფნაა. ეს არის მზადება, მაგრამ ვემზადებით კვირა დღისთვის, რომ კვირას, 15:00 საათზე ვიყოთ ძალიან ბევრნი და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. ესაა, რაც ხდება ჩვენს შტაბებში.”

ნიკა მელია – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი

აღნიშნულით ნიკა მელია ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეცხმაურა, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის უკვე ემზადება.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციას კახეთში, ზუგდიდსა და თბილისის რამდენიმე ოლქში მეორე ტურისთვის მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.

იტვირთბა....