ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სალომე სამადაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა “ფეისბუკგვერდზე” თავად დაწერა.

როგორც სამადაშვილი წერს, ის უსიმპტომოა და თვითიზოლაციაში იმყოფება.

“მეგობრებო, დამიდასტურდა უსიმპტომოდ მიმდინარე კოვიდ-19. ვარ თვითიზოლაციაში,”- წერს სალომე სამადაშვილი.

ცნობისთვის, კორონავირუსით დაინფიცირდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილიც.

იტვირთბა....