მარნეულში დედა-შვილის მკვლელობაზე ახალი დეტალები ირკვევა. როგორც „პრაიმტაიმს“ ადგილობრივი მაცხოვრებლები უყვებიან, მოკლული დედა-შვილი და მკვლელობაში ბრალდებულების ნათესავები არიან.
ადგილობრივები მკვლელობის მოტივზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ წარსულშ ოჯახებს შორის კონფლიქტი იყო, მკვლელობაც სწორედ ამას უკავშირდება.
„ეს ბიჭი, თავის ბიცოლას ჩუმად რაღაც ვიდეობს უღებდა. როდესაც ოჯახის კაცებმა გაიგეს, სცემეს. მერე სოფლიდან გაიქცა და დიდი ხანი აღარ ჩანდა. ახლახანს დაბრუნდა და ეს კონფლიქტი ისევ დაიწყო. საბოლოოდ არ აპატიეს და ასეთი რამ მოხდა“, – ყვება ერთ-ერთი მეზობელი.
შეგახსენებთ, მარნეულში დედა-შვილის მკველობა გვიან ღამით მოხდა. სამართალდამცველებმა მარნეულში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს. დაკავებულ მამა-შვილს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ემუქრებათ.