საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ტერაქტები “ისლამური სახელმწიფოს” მიერ იყო ორგანიზებული. ამის შესახებ “ბიბისი” იტყობინება.
“ამ თავდასხმის უკან ტერორისტული არმია, “ისლამური სახელმწიფო”, ჯიჰადისტები დგანან, რომლებიც საფრანგეთისა და იმ ფასეულობების წინააღმდეგ გამოდიან, რომელსაც მთელ მსოფლიოში ვიცავთ”, – თქვა ოლანდმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პროკურატურის ბოლო მონაცემებით, პარიზში განხორციელებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 128 ადმაიანი დაიღუპა.