ახალი ამბები მთავარი ციტატა

“2016 წელსაც იგივე ხდებოდა… დიდი შანსია, რომ ყველა პარტია შემოვიდეს პარლამენტში” – კობახიძე

“ეს არის პოსტსაარჩევნო გარემო. მე შეგახსენებთ 2016 წელს რა ხდებოდა: მაშინ ორი ოპოზიციური პარტია იყო, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა. მათ თქვეს, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში. ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბებული იყო, – ორივე ამას ამბობდა, მათ უარი თქვეს მეორე ტურებში მონაწილეობაზე, ბოლოს მაინც შევიდნენ პარლამენტში. მგონია, რომ ახლაც ასე მოხდება. მე არავისთან მქონია კომინიკაცია, თუმცა, მაქვს კონკრეტული საფუძველი, რომელიც ამის თქმის საშუალებას მაძლევს. დიდი შანსია, რომ ყველა პარტია შემოვიდეს პარლამენტში.”

ირაკლი კობახიძე – “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი.

ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ის გადაცემა “ღამის კურიერში” განაცხადა.

იტვირთბა....