“ოქმი იყო შესავსებად რთული, ორსვეტიანი და პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში, ამდენი სუბიექტის ხმა დასათვლელად. ამსიგრძე, A3 ზომის ბიულეტენი და შესაბამისად, ამ ყველაფრის დათვლას სჭირდებოდა დრო და ზედმიწევნით სწორად შეყვანა. ასეთი მექანიკური, შეგიძლია, რომ ტექნიკური დაარქვათ, ადამიანური აცდენები იყო და ჩვენ 7 900-მდე ოქმს ყველა ტიპის არჩევნებში სათითაოდ ვსწავლობთ, რათა ასეთი ტიპის პრობლემები გვენახა.’
თამარ ჟვანია – ცენტრალუირ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
“თავისუფალი ხედვა”
სამართლიანი არჩევნები (ISFED), რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. 117 უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს საია. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ცესკო-მ არჩევნები მასშტაბურად გააყალბა.