“დღეს რომ ის რეჟიმი იყოს და ის პერიოდი იყოს, რა პოლიტიკურ ძალასაც ნიკანორ მელია წარმოადგენს, მას ციხიდან არ გამოასუნინებდნენ, ზუსტად ვიცი. მას კი არ შეეცვალა და გაუუქმდა, მას გაუმკაცრდა. “ბრასლეტით” სიარულია უმჯობესი თუ 40 000 ლარის მოპოვება, მოძიება და შესაბამის ანგარიშზე შეტანა, რომელი უფრო მძიმეა, მოდი, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს.”
დავით მათიკაშვილი – ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე.
ცნობისათვის, “ნაციონალური მპძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ 1 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე ელექტროსამაჯური მოიხსნა. როგორც მელიამ განაცხადა, სამაჯურის ტარებას აღარ აპირებს.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას ელექტროსამაჯური 2019 წლის ივლისში გაუკეთეს და ნიკა მელიას სახლიდან გასვლასა-შესვლას აფიქსირებდა.