ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ოპონენტები ცდილობენ, მოიპარონ არჩევნები”- ტრამპი არჩევნების შედეგებს აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში დიდი გამარჯვება მოიპოვეს, ოპონენტები კი არჩევნების მოპარვას ცდილობენ.

როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ხმის მიცემა დაუშვებელია.

„ისინი ცდილობენ, მოიპარონ არჩევნები. ჩვენ არასდროს დავუშვებთ, რომ მათ ეს გააკეთონ. ხმის მიცემა არ შეიძლება საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ!“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

Reuters-ის ინფორმაციით, ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს. მას კოლეგიაში 220 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, კი – 213.

შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა.

იტვირთბა....