ახალი ამბები მთავარი სამართალი

მარნეულში დედა-შვილი მოკლეს

მარნეულის მუხიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში ახალგაზრდა ქალი და მისი 22 წლის ბიჭი მოკლეს. მომხდარი ფაქტი “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში მკვლელობის მოტივზე ინფორმაცია ამ დროისთვის არ აქვთ. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული.

გარდაცვლილები ექსპერტიზაზე პროზექტურაში არიან გადასვენებული.

უწყების ცნობით, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

იტვირთბა....