ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დღეიდან, ღია და დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება აუცილებელი ხდება – დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 20 ლარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ღია სივრცეში პირბადის არგამოყენებაზე ფულადი ჯარიმა გავრცელდება. მინისტრმა თქვა, მოქალაქეები, რომლებიც ღია სივრცეში პირბადეს არ გამოიყენებენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან. მისივე თქმით, ეს რეგულაცია დღეს, 4 ნოემბრიდან ამოქმედდა.

„ღია სივრცეში პირბადეების ტარებაზე იმოქმედებს ისეთივე სანქცია და რეგულაცია, როგორც ეს არის დახურულ სივრცეში – ეს რის 20 ლარი.

შეგახსენებთ, რომ ეს არის ჯარიმა, რომელიც მოქმედებს დღეისთვის. დახურულ სივრცეში პირბადის ტარება დღესაც სავალდებულოა, უბრალოდ ჩვენ ვაფართოებთ ამ ნორმას და ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეებშიც“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

იტვირთბა....