ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვაზისუბანში, მომხდარი ავტოავარის დროს გარდაცვლილი 12 წლის მოზარდი სასულიერო პირის შვილია

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის გოგო ემსხვერლა. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით გარდაცლილი გოგონა სასულიერო პირის შვილია.

აღნიშნული უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ორი გოგო მოპედით გადაადგილდებოდა. არსებული ინფორმაციით, მათ მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

12 წლის არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გარდაცვლილის და კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა და მას ამ დრომდე გადაუდებელი დახმარება უტარდება.

შსს-ს ინფორმაციით ავტომობილის მძღოლი იდენტიფიცირებული და დაკავებულია. ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

იტვირთბა....