ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ავსტრიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.  ამი შესახებ უცხოური მედია ტერორისტული ორგანიზაციის მიერ “ტელეგრამზე” განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იყწყება.

როგორც ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაშია აღნიშნული,  ვენაში თავდასხმა განხორციელდა “ხალიფატის ჯარისკაცის” მიერ.

ცნობისთვის, გუშინ, ავსტრიაში  განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია ოთხი ადამიანი – ორი ქალი და ორი მამაკაცი. სამართალდამცავებმა ერთი შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს.

იტვირთბა....