ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვისაც ქრონიკული დაავადების გამო არ შეუძლია ნიღბის ტარება, სახლში დარჩენის რეკომენდაციას ვაძლევთ” – ბიძინა კულუნბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს რეკომედაციით მიმართავს და აცხადებს, რომ ვისაც არ შეუძლია აღნიშნული დავადების გამო პირბადის ტარება სასურველია სახლში დარჩეს. – ამის შესახებ მან “ფორტუნას” ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ალერგოლოგმა გადაცემაში საუბრისას განმარტა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, პირბადეს მნიშვნელოვანი როლი აქვს.

,,მართალია, გაზაფხულის კარანტინის ფონზე ბევრმა შეძლო სეზონური ალერგიისგან თავის დაღწევა, მაგრამ პირბადით და ჩახუთულობით გამოწვეულმა ალერგიულმა შემთხვევებმა მაინც ძალიან იმატა. თუმცა, პირბადით თავის დაცვა, ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე გამონაყარის შიშით მასზე უარის თქმა. მას კი, ვისაც ქრონიკული დაავადების გამო, უბრალოდ არ შეუძლია ნიღბის ტარება, სახლში დარჩენის რეკომენდაციას ვაძლევთ, რადგან ასეთი ადამიანები ყველაზე დაუცველები არიან. როცა მედიკოსები პანდემიის მართვას ცდილობენ, ჩვენ რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვით (პირბადის სწორად ტარებით, დისტანციის დაცვით და სოციალური აქტივობებისგან თავის შეკავებით), უნდა შევუწყოთ ხელი მათ ამ ბრძოლაში”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ღია პირბადის ტარება აუცილებელი გახდა.

იტვირთბა....