ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პირი, რომელიც “პუბლიკას” ჟურნალისტს თავს დაესხა დაკავებულია

პირი, რომელიც არჩევნების დღეს გამოცემა ,,პუბლიკის” ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს თავს დაესხა, დაკავებულია. – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამისნისტრო ავრცლებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებისა (187-ე) და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის (154-ე) მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს „პუბლიკის” ჟურნალისტი გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს.

ამ ფაქტის გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა პირმა მას ფეხი დაარტყა. ჟურნალისტს დაუვარდა ტელეფონი და ვეღარ შეძლო ვიდეოგადაღების გაგრძელება. 

იტვირთბა....