“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით 70 000 ლარი შეეფარდა. – ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო.
სასამართლომ ნიკა მელიას გირაოს გადახდისთვის 50 დრე განუსაზღვრა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, დალი მეტრეველმა მიიღო, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ამასთან, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებებიც დაეკისრა, – მას ბრალდების მხარის გაუფრთხილებლობისა და მისი თანხმობის გარეშე, ეზღუდება საქართველოს საზღვრის დატოვება.
აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა ნიკა მელიასთვის ითხოვდა გამოყენებული ყოფილიყო მკაცრი აღკვეთი ღონისძიება.
თავად ბრალდებულის დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება საერთოდ უნდა გაუქმებულიყო.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სიტყვის გამოსვლის დროს ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა.
ნიკა მელიას სამაჯური 3 ივლისს გაუკეთეს, რითაც მასზე ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდებოდა. მანამდე მას საქალაქო სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მას პროკურატურა 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე ედავება.