ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ნიკა მელიას გირაო ისედაც შეფარდებული აქვს და სამართლებრივ აბსურდშია შესული ბრალდების მხარე”- მელიას ადვოკატი

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, პროკურატურა „სამართლებრივ აბსურდშია” შესული და მის მიერ მოტხოვნილი სუამდგომლობა სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს.

ადვოკატის თქმით, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებაში იგულისხმება გირაოს გაუქმება და პატიმრობა და არა უფრო დიდი ოდენობის ფირაოს დაწესება.

„სამართლებრივ აბსურდშია შესული ბრალდების მხარე. სამართლებრივი საფუძველი ამ შუამდგომლობას არ გააჩნია, ნიკას გირაო ისედაც შეფარდებული აქვს და არა თუ საზღვრის კვეთა, მას ჩამორთმეული აქვს ელემენტარულად სახლიდან გასვლის უფლება, სიტყვით გამოსვლის უფლება, დაწესებული აქვს ელექტრონული მონიტორინგი, მაგრამ არცერთი აღკვეთის ღონისძიება არ მუშაობს და გუშინ და გუშინწინ კი არ გაიგო პროკურატურამ, აღკვეთის ღონისძიება რომ არ მუშაობს, ეს დაახლოებით ერთი წელია გრძელდება,”- აცხადებს ადვოკატი.

როგორც ადვოკატი აცხადებს, უბრალოდ ახლა დადგა პოლიტიკურად იმის აუცილებლობა, რომ პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და საზოგადოების თვალში გამოჩნდეს, რომ რეაგირება მოახდინეს.

” ნიკა მელია არ აპირებს სამაჯურის გაკეთებას, მათ შორის არც გირაოს გადახდას. მან არაერთხელ დააფიქსირა, რომ ეს არის ერთადერთი მიზნით გაკეთებული – ჩამოაცილონ აქტიურ პოლიტიკურ პროცესებს”,- განაცხადა კონდახიშვილმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და გადააგდო, პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმათა.

იტვირთბა....