“არჩევნები ამ მასშტაბით გააყალბეს და ადამიანების ნება ესე დაამახინჯეს, ამ თამაშს არ მიიღებს ოპოზიცია. არჩევნების შედეგები ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს არჩევნების შედეგების თამაში. ვხედავთ ოქმებს, სადაც ერთიანი პირდაპირ გადაკეთებულია ოთხიანად. იგივე ვაკეში რომ ავიღოთ, ბალანსი არ ჯდება 67%- შემთხვევაში.”
ელენე ხოშტარია – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
“დღის ამბები”
არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში არ შევლენ.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.