ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში 100-ზე მეტი ადამიანია მოკლული

საფრანგეთში მომხდარ ამბებს პრემიერი ღარიბაშვილი ეხმაურება

პოლიციამ ბატაკლანის საკონცერტო დარბაზის შტურმი დაასრულა. შედეგად ორი ტერორისტია ლიკვიდირებული.

ბატაკლანის დარბაზში ტერორისტებს მძევლები ჰყავდათ აყვანილი. როგორც ფრანგული გამოცემა France 24  პოლიციაზე დაყრდნობით წერს, ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში დაღუპულთა რიცხვი 100 -მდე აღწევს.

საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს.

„ეს მხოლოდ პარიზზე და ფრანგ ხალხზე თავდასხმა არ ყოფილა, ეს  კაცობრიობაზე და იმ უნივერსალ ღირებულებებზე თავდასხმა იყო, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ.“ – ნათქვამია ობამას განცხადებაში.

საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  ფეისბუქის საკუთარ  ეხმაურება.

„შოკირებული ვარ პარიზში მომხდარი ტრაგედიით. ამ მძიმე წუთებში ვართ ფრანგი ხალხის გვერდით.“ – ამბობს ღარიბაშვილი ფეისბუქით გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ  13 ნოემბერს პარიზში მომხდარ ტერაქტებს 100 მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....