“ნაციონალური მოძრაობა ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ანადგურებდა ოპოზიციას, ახლა უკვე ოპოზიციაში ყავს ტყვეობაში და ანადგურებს მათ. სამწუხაროა, რომ გვყავს ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში იმყოფებიან – ძალიან მძიმე სანახავია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დამუნათებული ოპოზიცია.”
ანრი ოხანაშვილი – ქართული ოცნების” დეპუტატი
აღნიშნულით ოხანაშვილი ჟურნალისტებთან ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს გამოეხმაურა.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.