პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, სისტემაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, სალომე სამადაშვილს კოვიდ-19-ზე PCR ტესტის გაკეთების შემთხვევაში, უსაფრთხოების წესების დაცვით, შეუძლია გიორგი რურუა მოინახულოს.
მათივე ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სალომე სამადაშვილს არ ეძლევა პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუას მონახულების საშუალება – არასწორია.
“სალომე სამადაშვილმა განცხადებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, დართოს ნება პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული გიორგი რურუას მოსანახულებლად. აღნიშნული თხოვნა პარლამენტის თავმჯდომარემ დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, სალომე სამადაშვილს კოვიდ-19-ზე PCR ტესტის გაკეთების შემთხვევაში, უსაფრთხოების წესების დაცვით, შეუძლია გიორგი რურუა მოინახულოს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სალომე სამადაშვილს არ ეძლევა პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუას მონახულების საშუალება – არასწორია”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 2 ნოემბერს გავრცელდა ვიდეომასალა, რომ ჩანს საპატიმრო დაწესებულებაში გიორგი რურუას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.