„არშესვლა (პარლამენტში) უბრალო შეცდომა არაა. ესაა ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება პოლიტიკურმა ოპოზიციამ დაუშვას. ამის იქით უკვე დანაშაული მოდის. ოპოზიცია ფაქტობრივად ითხოვს ჯერ ბიძინამ თავისი ხელისუფლებით დაახვიოს და მერე ჩატარდეს არჩევნებიო. ცესკოს და კომისიების გამოცვლის და ხელახალი არჩევნების მოთხოვნა ამას ნიშნავს, სხვას არაფერს. ესაა რევოლუციური სცენარი. უფრო ზუსტად, ფსევდორევოლუციური, რადგან არანაირი რევოლუცია არ იქნება. იქნება მხოლოდ ამომრჩევლის ნიჰილიზმი და ოპოზიციის მარგინალიზაცია“.
დავით ზურაბიშვილი – „რესპუბლიკელების“ ყოფილი წევრი.
სოციალური ქსელი.
ცნობისათვის, 31 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები ჩატარდა. ოპოზიციური სპექტრი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს აპროტესტებს. ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ და ხელისუფლებას ბოიკოტს უცხადებენ.