aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გამყალბებელი ციხეში“ – ცესკოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცენტრალურ საარჩევნო  კომისიის შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას და არჩევნების თავიდან ჩატარებას ითხოვენ. ამასთან, აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „წადი, წადი“.

სამართალდამცავებმა რკინის ბარიკადები განათავსეს. აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებს ქვებს ურტყამენ.

აქტივისტებმა ცესკოს წინ აღმართულ რკინის ჯებირზე თამარ ჟვანიას და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით პლაკატები გააკრეს წარწერით – „გამყალბებელი ციხეში“.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნების შედეგები გააყალბა, შესაბამისად მისი შედეგები არალეგიტიმურია.

„ივანიშვილმა ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მოპარა არჩევნები და წაართვა იმის უფლება, რომ თავისი გადაწყვეტილებით აირჩიოს მთავრობაც და ხელისუფლებაც. რამდენიმე დღეში ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩენს სამუდამო ადგილს”, -აცხადებენ აქტივისტები.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

 

იტვირთბა....