ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული ოცნება – ნუ ჩამოშლით სახელმწიფოს, დაიწყეთ მოლაპარაკებები”- გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი არჩევნების შემდეგ მიმდინარე მოვლენებს აფასებს.

როგორც მარგველაშვილი twitter-ზე წერენ, ხელისუფლებამ “დემოკრატიის ტესტი ჩააგდო.”

ამასთან, მარგველაშვილი “ქართულ ოცნებას” მიმართავს და მოუწოდებს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებები დაიწყონ.

“ქართული ოცნება – თქვენ ჩააგდეთ დემოკრატიის ტესტი. ნუ ჩამოშლით სახელმწიფოს, დაიწყეთ მოლაპარაკებები, ახლა!!!”,-წერს მარგველაშვილი.

არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში არ შევლენ.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.

იტვირთბა....