ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის ​თვითნებური მკურნალობა, ისევე, როგორც ტესტირება, გამოიწვევს გადატვირთვას სისტემაში

„კორონავირუსთან დაკავშირებით თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა, ისევე, როგორც ტესტირება, არ არის მაღალი შედეგის მომცემი და ეს გამოიწვევს გარკვეულ გადატვირთვას სისტემაში“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ამასთანავე, მინისტრმა, მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან ყველა ის მკაცრი რეკომენდაცია, რომელსაც ეპიდემიოლოგები განსაზღვრავენ.

„ეპიდემიოლოგებს და ჯანდაცვის სამინისტროს გაგვაჩნია კონკრეტული კოეფიციენტები, რომელიც დადგენილია ინფექციის გავრცელების რომელ ეტაპზე რა რაოდენობის ტესტია ჩასატარებელი. კარგად მესმის ჩვენი მოქალაქეების, რომლებსაც ინტერესიდან გამომდინარე სურთ ჩაიტარონ ტესტი, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ვირუსის გავრცელების იმ ეტაპზე ტესტის ჩატარება არის არაეფექტური. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ დაიცვან ყველა ის მკაცრი რეკომენდაცია, რომელსაც ეპიდემიოლოგები განსაზღვრავენ და ამ რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში არანაირი რიგები არ გვექნება. თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა, ისევე, როგორც ტესტირება, არ არის მაღალი შედეგის მომცემი და რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს გარკვეულ გადატვირთვას სისტემაში და არ იქნება სწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან.

დღეს მუშაობს 30 ლაბორატორია და ისინი აკმაყოფილებენ ყველა იმ მოცულობას და გამტარობას, რომელიც დღესდღეობით საქართველოსთვის არის საჭირო“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან, საქართველოში კორონავირუსმა 44522 ადამიანი დააინფიცირა.

იტვირთბა....