“არსებობს წითელი ხაზები, რომელსაც თუ რომელიმე ხელისუფლება გადალახავს, აქ არ შეიძლება დათმობა. ჩვენი გონივრული გათვლაა, რომ ეს კომპრომისი იქნებოდა კატასტროფა ქვეყნისთვის და არა რომელიმე პარტიისთვის.”
გიგა ბოკერია – ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის
არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში არ შევლენ.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.