განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება. კორონავირუსი მინისტრის ოჯახის წევრს დაუდასტურდა.
„მინისტრს არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები და თავს კარგად გრძნობს. მიხეილ ჩხენკელი საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდნენ პეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, პრემიერი გიორგი გახარია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ გიორგი გახარიასა და ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდათ.