“ზოგადადმ ივანიშვილს რაც ენდომება იმას დაწერს, რადგან მიაჩნია, რომ საქართველო არის მისი ბოსტანი. ამას ქართველი ერი არ დაუშვებს და ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილს იმის საშუალებას, რომ მან ქვეყანა დაღუპოს.”
ნინო ბურჯანაძე – “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი
ამის შესახებ ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების ერთობლიი განცხადების ხელის მოწერის დროს განაცხადა.
არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში არ შევლენ.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.