“ქართული ოცნების” წევრი, რატი იონათამიშვილი სოცუალური ქსელში ოპოზიციური პარტიების მერ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმას ეხმიანება.
როგორც იონათამიშვილი წერს, ოპოზიციური პარტიები ერთმანეთზე არიან დამოკიდებული და ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება ერთმანეთიდან გამომდინარე მიიღეს.
ამასთან, უმრავლესობის წევრი დარწმუნებულია, რომ ბოლოს ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
“პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ამ რადიკალური ოპოზიციის ყველა მონაწილე ამბობს – პარლამენტში იმიტომ კი არ შევდივართ, რომ შედეგებს არ ვცნობთო, არამედ პირველს არ გვსურს ამ ნაბიჯის გადადგმაო. სხვა ნებისმიერი თუ იტყვის, შევდივარ, მაშინ გავყვებითო. თუ ასე ხართ დამოკიდებული სხვაზე, საერთოდ რა გინდათ პოლიტიკაში? და, თუ ასე გეშინიათ იმ ხელმოცარული სააკაშვილის, კიდევ უარესი მაშინ. განსაკუთრებით ისინი, ვინც, თუნდაც ფასადურად, “მესამე არჩევანის” როლის მორგებას ცდილობდით. ბოლოს, ზუსტად ვიცი, მაინც შემოხვალთ, ოღონდ მანამდე კიდევ ბევრჯერ დაგამცირებთ და დაგცინებთ ის ხელმოცარული კაცი, ვინც თავის ჭკუაზე გიმსახურებთ დღესაც. უბრალოდ, თქვენი ამომრჩევლის მხარდაჭერაც აღარ გექნებათ მაგ დროს, რადგან მათ იმიტომ აგირჩიეს, რომ იფიქრეს სააკაშვილი აღარ იყო თქვენი ბატონი,”- წერს იონათამიშვილი ცოსიალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.