ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლაშა ჟვანია თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია, თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

,,ჭორი ჩემი გადადგომის შესახებ უსაფუძვლოა. რამდენიმე დღით გავედი შვებულებაში. ამის შესახებ შევატყობინე ვოთსაფ ჯგუფში ჩემ ახალადშეძენილ მეგობრებს. გაუგებარია საიდან წამოვიდა ეს ტყუილის ტალღა! ვრჩები ისრაელში, ჩემს საყვარელ ხალხთან ერთად ჩვენ ერთად ბევრი გვაქვს გასაკეთებელი!”, – წერს ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ თანამდებობა დატოვა.

იტვირთბა....