ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ლეიბორისტული პარტიის” წევრი მიხეილ ქუმსიშვილი დააკავეს – ადგილზე ვითარება დაიძაბა

ვაკე-საბურთალოს  საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხმაურია. “ლეიბორისტული პარტიის წევრი და საპარლამენტო სიის მესამე ნომერი, მიხეილ ქუმსიშვილი პოლიციამ დააკავა.

“ლეიბორისტული პარტიის” წევრები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და საოლქო კომისიას ხმების მოპარვაში ადანაშაულებენ. სწორედ ამ მიზეზით მივიდნენ ისინი კომისიასთან და შემაჯამებელი ოქმის გაბათილება მოითხოვეს. პროტესტს პოლიციასთან დაპირისპირება და საბოლოოდ, ახალგაზრდა პოლიტიკოსის დაკავება მოჰყვა.

ცნობისათვის, 31 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები ჩატარდა. ოპოზიციური სპექტრი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს აპროტესტებენ. 

იტვირთბა....