ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“7 ნოემბერს, საღამოს 5:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე” – ინაშვილი

7 ნოემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე “პატრიოტთა ალიანსი“ შეკრებას აანონსებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს. “პატრიოტთა ალიანსი“ აქციებს განმეორებითი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით იწყებს.

“7 ნოემბერს, საღამოს 5:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ველოდებით ყველა ჩვენს მხარდამჭერს და ჩვენს ამომრჩევლებს! ვხსნით საპროტესტო აქციებს და ეს აქციები არ დასრულდება მანამდე, სანამ ხელისუფლება არ დანიშნავს განმეორებით არჩევნებს.

ვმოქმედებთ დამოუკიდებლად!!! იმედია, ყველას ესმის, რასაც ვგულისხმობ!“ – წერს ინაშვილი “ფეისბუქის“ გვერდზე.

ცნობისათვის, 31 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები ჩატარდა. ოპოზიციური სპექტრი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს აპროტესტებენ. 

იტვირთბა....