ახალი ამბები მთავარი

“აღარ ვცემ პატივს ერთ დროს ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს” – ხუხაშვილი ივანიშვილზე

აღარ ვცემ პატივს ერთ დროს ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება ხუხაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“ხელისუფალს შეეძლო ყოველგვარი მამაძაღლობის გარეშე მოეგო არჩევნები. ამისთვის სულ მარტივი რამ იყო საჭირო – იმის აღიარება, რომ მისი მრევლის გარდა სხვებიც არსებობენ, რომლებიც შეიძლება შუშის ეკლესიაში არ დადიან სალოცავად, მაგრამ არსებობენ. შესაძლოა განსხვავებული რწმენით, მაგრამ სამშობლოს სიყვარულით და საკუთარი ფასეულობათა სისტემით. ნაცვლად იმისა, რომ ემოქმედა პრინციპით – “ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია”, ნაცვლად სიძულვილის დანერგვისა და დაპირისპირებისა, მოეძებნა თუნდაც მცირე პოლიტიკური პარტნიორები და ამით გადაედგა პირველი ნაბიჯი საზოგადოების კონსოლიდაციისკენ. მან ეს არ გააკეთა, ყველა სხვაგვარად მოაზროვნეს “მოღალატე” ეძახა მის საკუთრებაში არსებული ყველა უთოდან. ამიტომ აღარ ვცემ პატივს ერთ დროს ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს. ეს გაბრაზება და ჩუმი სინანული დამრჩა ამ საღამოს, მეტი არაფერი”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

იტვირთბა....